02:24:31

ფირნიშები
Share |

„რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

„რუსთავი 2“-მა უზენაესი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განუცხადა.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნა მოთხოვნა დროებითი ღონისძიების, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნას, სანამ ჩვენი საქმე არსებითად არ იქნება განხილული ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში“, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, სამართლებრივად ძალიან სუსტია შანსები, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგალითად სიცოცხლის გადასარჩენად.

„არასდროს ყოფილა პრაქტიკა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ამგვარი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, ამიტომ განსაკუთრებული იმედით არ ვართ, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი“,- აღნიშნა ადვოკატმა.



სხვა ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთ ადგილებზე სურსათის შეძენისგან, სადაც დაცული არ არის უსაფრთხო შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

დაწვრილებით  

ვინ რამდენით დაჯარიმდება თამბაქოს აკრძალულ ადგილებში მოწევის შემთხვევაში

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი მოწევასთან დაკავშირებით აკრძალვებს საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტებში აწესებს, დარღვევა კი შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს. კანონპროექტით აკრძალულ ადგილებში თამბაქოს მოწევა 20-დან 2 000 ლარით დაჯარიმდება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
07:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest-1°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast7°C0.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom west3°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast5°C1.3m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Fairfrom southeast3°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31