09:07:48

Share |

ქარტია - სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყევტილებას შემაშფოთებელს უწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში.

საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისადმი კრიტიკული ძლიერი ეროვნული მაუწყებლის ფუნქციონირება. ამასთან, აუცილებელია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა.

მედიაპლურალიზმის ხელყოფა, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მაყურებლის, საზოგადოების უპირატეს ინტერესს, მიიღოს მრავალმხრივი და მისთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია“, - ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ფირნიშები

სხვა ამბები

სიღნაღის სასამართლომ სიდედრის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სახლში მყოფ სიდედრს, სიდედრის დას და მძინარე მდგომარეობაში მყოფ თ.ბ.-ს. დაწვრილებით  

ვეტერანების შვილებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები ვეტერანთა ოჯახის წევრებისათვის ვეტერანების საქმეთასახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით გასართობი ღონისძიება გაიმართა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
13:00-18:00
Cloudyfrom east11°C2.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east11°C1.8m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.1m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Rain showersfrom northeast14°C1.3m/s
1.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31