01:43:05

ფირნიშები
Share |

არასამთავრობოები - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

19 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნულ პროცესში ხელისუფლების უხეშ ჩარევაზე მიუთითებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შეშფოთებას გამოვთქვამთ 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%). როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე, საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), „მწვანე ალტერნატივა“, კავშირი „საფარი“, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს გაერო-ს ასოციაცია, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, „ხმა საქართველოდან“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და „საზოგადოება და ბანკები“.



სხვა ამბები

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.

დაწვრილებით  

ლაფანყურში საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს [Video]

თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 6 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერება ამონიუმი, 46 საბრძოლო ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დაშლილი დეტალები ამოიღეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31