19:35:22

ფირნიშები
Share |

ილია მეორე - ჩვენ აქ ვლოცულობთ და მორწმუნე ადამიანები ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს

აი, ახლა, ჩვენ აქ ვლოცულობთ, ვკითხულობთ ანდრია კრიტელის კანონს და ჩვენი მორწმუნე ადამიანები სადღაც ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს, - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გუშინ სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას გააკეთა. 

პატრიარქის თქმით, დღეს დამთავრდა წმინდა ანდრია კრიტელის კანონი. უწმინდესმა ქადაგებისას გაიმეორა შენდობის კვირიაკეს მრევლისათვის მიმართვა და სიკეთისა და ბოროტების შესახებ იქადაგა.

ყოველი ადამიანი გარემოცულია ცოდვებით, სიკეთით. შენდობის კვირიაკეს მე გითხარით, საოცარია ადამიანის ბუნება. როგორ იტევს იგი ამდენ სიკეთეს და ამდენ ბოროტებას და ეს სიკეთე და ბოროტება ადამიანში გვერდიგვერდ დგას. ანდრია კრიტელი ამბობს, რომ შევქმნათ სათნოებათა კეთილთა საქმეთა კიბე, რომლითაც ჩვენ უნდა ავიდეთ ზეცად. ყოველმა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში. ქმნის თუ არა ამ კიბეს. სად დგას იგი, მარჯვენა მხარეს თუ მარცხენა მხარეს, - განაცხადა პატრიარქმა.

ილაი მეორეს თქმით, თითოეული ადამიანი თავად ირჩევს, მარჯვნივ დადგეს თუ მარცხნივ. ამიტომ ყოველი მორწმუნე ფრთხილად უნდა იყოს და უნდა დააკვირდეს საკუთარ ქმედებებს.

სიკეთე და ბოროტება ძალიან ხშირად გვერდიგვერდ არიან და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დაგვანახოს, სად არის სიკეთე, სად არის ბოროტება, - აღნიშნა პატრიარქმა.





სხვა ამბები

2016 წელს კახეთში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა

2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 %-ით შემცირდა და 25 101 შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 9 539 განქორწინება დაფიქსირდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 %-ით მეტია. გასულ წელს კახეთის რეგიონში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა.

დაწვრილებით  

ქუთაისის მერის მეუღლის ავტომანქანა გაქურდეს

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მეუღლეს ავტომანქანის სარკეები მოპარეს. შემთხვევა გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა, სადაც ქალაქის მერი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ქუთაისის მერის მეზობლების თქმით, თვენახევრის წინ, უცნობმა პირებმა ამავე მანქანის საბურავები დაჭრეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest15°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east9°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31