01:41:47

ფირნიშები
Share |

23 წლის ლევან წიკლაური დედოფლისწყაროდან - ბავშვობიდან მესაზღვრეობაზე ვოცნებობდი [Photos]

სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მობილური ოცეულის ინსპექტორი, 23 წლის ლევან წიკლაური მესამე წელია საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს იცავს. ლევანი პარალელურად კიკბოქსინგში ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. იგი თავის წონაში საქართველოში პირველი ნომერია.

როგორც ლევან წიკლაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, სასაზღვრო სამსახურში მუშაობა 2012 წელს, კიკბოქსინგის მასწავლებლის, თამაზ ყარაგვეზაშვილის რჩევით დაიწყო და ბავშვობის ოცნება აისრულა. როგორც ლევანი ამბობს, ამაყობს, რომ საქართველოს საზღვარს იცავს.

„2012 წელს დავამთავრე სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჯარიდან რომ ჩამოვედი, კიკბოქსინგის მასწავლებელმა, თამაზ ყარაგვეზაშვილმა მითხრა, რომ სასაზღვრო პოლიციაში მიღება იყო. ძალიან გამიხარდა და მაშინვე ჩავეწერე. შემდეგ პოლიციის აკადემია გავიარე და უკვე მესამე წელია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ვიცავ. როდესაც ბავშვი ვიყავი და ფორმიან ადამიანებს ვხედავდი, ჩემი ოცნება იყო, რომ ფორმა მეც მცმოდა. ამ ოცნების ასრულება ჩემი მასწავლებლის რჩევით შევძელი. ვფიქრობ, კაცისთვის ამაზე საამაყო და საპასუხისმგებლო პროფესია არ არსებობს“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლევან წიკლაურმა.

სასაზღვრო პოლიციის ინსპექტორი კიკბოქსინგში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია. მოგებული აქვს საერთაშორისო ტურნირები ტაილანდურ კრივში, არის მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. მისი დამსახურებით საქართველოს ნაკრები ყოველწლიურად იღებს პრესტიჟულ ჯილდოებს სპორტის ამ სახეობაში.

„კიკბოქსინგში ვარჯიში 13 წლიდან დავიწყე და 18 წლამდე, სანამ ჯარში წავიდოდი ვვარჯიშობდი. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ისევ აქტიურად ჩავები სპორტში. კიკბოქსინგის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ჩემ მეზობლად ცხოვრობდა მსოფლიოში ცნობილი კიკბოქსიორი გიორგი წიკლაური და სულ მინდოდა, რომ მასავით წარმატებული ვყოფილიყავი. კიკბოქსინგში მსოფლიო პრიზიორი ვარ და ჩემი მთავარი მიზანია ჩემპიონი გავხდე. ვფიქრობ, რომ ჯერ მწვერვალის მისადგომებთან ვარ და მთავარი მიზნისთვის არ მიმიღწევია. სულ ვვარჯიშობ და მიზანს აუცილებლად მივაღწევ. ასევე, ერთგულად დავიცავ ჩემი ქვეყნის საზღვარს“,- ამბობს ლევან წიკლაური.



სხვა ამბები

თელავის ქუჩებში ვიდეოკამერები დამონტაჟდა

დანაშაულის პრევენციის მიზნით თელავის ქუჩებში ვიდეოკამერები დამონტაჟდა. თელავის მერიის ინფორმაციით, 33 ვიდეოთვალი ერეკლე მეორის გამზირსა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა.

დაწვრილებით  

სეს: სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება

„სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება“,-ამის შესხებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს წერილით მიმართა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31