01:34:00

ფირნიშები
Share |

„რუსთავი 2“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბრუგის სასამართლოში გაასაჩივრებს

„რუსთავი 2-ის“ ადვოკატები უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისინი გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

„წინასწარ იყო ცნობილი თუ როგორ დასრულდებოდა ეს საქმე. ამიტომ სამართლებრივ არგუმენტაციაზე, ალბათ, უკვე ზედმეტია საუბარი. საბოლოოდ დადასტურდა ის გარემოება, რომ ეს დავა ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს.  გამოსავალი არის სტრასბურგის სასამართლო, რომელიც ამ ეტაპისთვის ვერ იქნება შემაკავებელი ძალა და სამართლებრივი ბერკეტი. სტრასბურგზე მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ვიმსჯელოთ, ვინაიდან მას თავისი პროცედურები აქვს და ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი“,- განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.

გუშინ, 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს შესთავაზა, რომ ტელეკომპანია არხის კოლექტივს გადასცეს. „სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.



 

 

 

სხვა ამბები

თელავში „ზებრა“ გადასასვლელი ყურძნებით მოხატეს [Photos]

თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე ეკო-აქტივისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა და თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ქვეითთა „ზებრა“ გადასასვლელი ყურძნებით მოხატეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს იდეის ავტორმა გიორგი ორკოდაშვილმა უთხრა, კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.

დაწვრილებით  

საჯარო რეესტრში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის ახალი აპლიკაცია შეიქმნა

აპლიკაცია Geo-Jobs მისამართის შესახებ არსებული გეომონაცემების ელექტრონული რუკის სახით, დისტანციურად გამოყენების შესაძლებელობას იძლევა. მისი საშუალებით, მომხმარებლებს გეოგრაფიული ინფორმაციის გამოყენება და კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის ნახაზის შექმნის შეუძლიათ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31