03:37:13

ფირნიშები
Share |

ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, „რუსთავი 2“ მის გუნდს მიჰყიდოს

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ტელეკომპანია მის გუნდს მიჰყიდოს. ამის შესახებ გვარამიამ გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გვარამიას თქმით, მზად არის „რუსთავი 2“-ის წილების 100% შეისყიდოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ მას პოლიტიკურ და არა სამართლებრივ გადაწყვეტილებად, ფორმალურად ის არის მაინც ძალაში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მესაკუთრეებთან, რომლებიც ნამდვილად კანონიერ მესაკუთრეებად რჩებიან მიუხედავად იმისა, რას იტყვის 9 სულგაყიდული მოსამართლე, მათ ექნებათ საერთაშორისო სამართლებრივი დავები ქიბარ ხალვაშთან. რადგან ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და აპირებს „რუსთავი 2“-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას:

ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარეზეც დგას დღეს „რუსთავი 2“ - გადაეცით „რუსთავი 2“ მის კოლექტივს. თუ არ ცრუობთ და არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ყველა ტელევიზია, გადაეცით „რუსთავი 2“ ამ კოლექტივს. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშს კომერციულ ინტერესებს, ის სასამართლოში დავობდა შვიდ მილიონ ლარზე ოდნავ მეტზე. ჩვენ დავთვალეთ, ეს არის 4 209 397 აშშ დოლარი იმ დღეის მდგომარეობით. მას მიღებული აქვს გარკვეული რაოდენობა, დარჩენილ 3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ. ხომ უნდა მას ტელეკომპანიის გაყიდვა, ჩვენ მივმართავთ ქიბარ ხალვაშს და მის პატრონს, საქართველოს ხელისუფლებას, გადაეცით ამ ადამიანებს „რუსთავი 2“-ის 100%-ი.ეს არის “რუსთავი 2“-ის ბოლო სიტყვა“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“.

დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.



სხვა ამბები

პატრიარქი - ღმერთი განსაცდელს მოგვივლენს იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს საქციელს

„მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვივლენს, რათა უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

დაწვრილებით  

სოფელ ხაშმში მცხოვრები ომის ვეტერანი ალექსანდრე ყვარელაშვილი 100 წლის გახდა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალექსანდრე ყვარელაშვილი 100 წლის გახდა. ომის ვეტერანს იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირქტორმა ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31