00:11:10

ფირნიშები
Share |

„რუსთავი 2“ იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული - ქიბარ ხალვაში

„თუ თანახმაა ტელეკომპანიის კოლექტივი, ხვალვე მივალ და დაველაპარაკები, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. „რუსთავი 2“ იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული“,- ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „მოამბეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურს არ დაკარგავენ.

„შევეცდებით ყველა მხარე კმაყოფილი იყოს. არ მგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩეს ჩვენთან ურთიერთობით. ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და ვთვლი, რომ ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ.

„რუსთავი 2“ იქნება ნამდვილად ხალხის სამსახურში და არ იქნება ტენდენციური, მიკერძოებული რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი,.

როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, მივალ ტელევიზიაში. როდესაც მხარეები არ იქნებიან აღელვებული, როდესაც სიტუაცია დაწყნარდება, შევეცდებით მოლაპარაკებით მოხდეს ყველაფერი. ხალხს გავაგებინებთ, რომ ამით უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი.

თუ კოლექტივი თანახმაა, ხვალვე დაველაპარაკები, თუ არა და შევეცდებით, რომ დაწყნარდნენ და გავაგებინოთ რა არის საჭირო. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება“, - განაცხადა ხალვაშმა.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“. დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.



სხვა ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით ონის გამგეობის განათლებისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი დააკავეს. დაწვრილებით  

რუსეთის უშიშროების განცხადებით, ცნობილია ვინ დაუკვეთა აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი აცხადებს, რომ დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურში 3 აპრილს მომხდარი აფეთქება დაუკვეთა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
04:00-06:00
Clear skyNNW17°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest17°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31