22:45:15

Share |

რეინჯერის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეს ტყეში მოკლული რეინჯერის მკვლელობის საქმე გახსნილია. 46 წლის კახაბერ ყურაშვილის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. იგი სოფელ ზემო ხანდაკის მკვიდრია.

არსებულ საქმეზე გადაკვალიფიცირდა 116-ე მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეც, რომელიც ამჟამად 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ სოფელ ზემო ხანდაკის მცხოვრები ტყეში უკანონო ჭრას ახორციელებდა, რა დროსაც მეტყევე რეინჯერი ლევან ყურაშვილი მივიდა და ჯარიმის დაწერას აპირებდა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა კონფლიქტი, რა დროსაც ბრალდებულმა მეტყევე-რეინჯერს თავის არეში შეშის ნაჭერი ჩაარტყა.

გამოძიება მკვლელობის დეტალებს ადგენს, მიმდინარეობს ექსპერტიზა.

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს ტყეში 46 წლის რეინჯერის ცხედარი 26 თებერვალს იპოვეს.







ფირნიშები

სხვა ამბები

ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

დაწვრილებით  

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ შაშიანში პოლიციის ავტომობილი დაიმტვრა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში. თელავისკენ მიმავალი „ოპელის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავი კრიმინალური პოლიციის კუთვნილ პიკაპს შეეჯახა, რომელიც პატრულირებას ახორციელებდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
03:00-06:00
Cloudyfrom west-northwest7°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Cloudyfrom northwest8°C1.0m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast13°C0.9m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.8m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast18°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31