11:06:38

ფირნიშები
Share |

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის თანამშრომლები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციას ესწეებიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ტრანსლაცია ხორციელდება და „რუსთავი 2-ის“ ეთერით გადაიცემა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები, რომლებიც სასამართლოს შენობის გარე პერიმეტრს იცავენ.

რომელ საათზე დაიწყებს უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2-ის“ საქმის განხილვას ცნობილი არ არის. შესაძლოა, დღეს სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება არ მიიღოს, ვინაიდან დიდმა პალატამ მხარეების შუამდგომლობები უნდა განიხილოს.

„რუსთავი 2-ის“ მხარე ითხოვს საქმეს ნინო გვენეტაძე და მზია თოდუა ჩამოშორდნენ. გვენეტაძის ჩამოშორებას მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო ითხოვენ, ხოლო მზია თოდუას ჩამოშორების არგუმენტი ისაა, რომ, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ის „ქართული ოცნების“ შემომწირველია. „რუსთავი 2-ი“ ასევე ტელეკომპანიის მიმართ ყადაღის გაუქმებას ითხოვს.

ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველები კი ბესარიონ ალავიძის, პაატა ქათამაძისა და ეკატერინე გასიტაშვილის საქმისგან ჩამოშორებას ითხოვენ.

დიდმა პალატამ, შესაძლოა, ძალაში დატოვოს მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ „რუსთავი 2-ის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდება ან საქმე დააბრუნოს სააპელაციო სასამართლოში ან „რუსთავი 2“ ძმები ყარამანაშვილების მფლობელობაში დატოვოს.

საქმეს უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე განიხილავს. გადაწყვეტილების მისაღებად კი 5 ხმა საკმარისია.



სხვა ამბები

საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა - პროკურორი

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 23 თებერვალს საპატრიარქოში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

დაწვრილებით  

14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31