12:06:56

ფირნიშები
Share |

თბილისის საკრებულომ აკრძალულ ადგილებში მყოფი პირუტყვის გადაყვანისა და შენახვის ხარჯები დაადგინა

თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით, აკრძალულ ზონაში მყოფი შინაური ცხოველების სპეციალურ ადგილზე გადაყვანისას შემთხვევაში მათ მესაკუთრეებს, ადმინისტრაციული ჯარიმის გარდა, ხარჯების გადახდაც მოუწევთ.

საკრებულოს დადგენილების მიხედვით, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯი 100 ლარით განისაზღვრა, ხოლო დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯი მსხვილფეხა პირუტყვისთვის - დღე-ღამეში 15 ლარით, წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში კი დღე-ღამეში 10 ლარით.

აკრძალულ ზონებში მყოფი ცხოველების სპეციალურ ადგილებში გადაყვანას ქალაქის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უზრუნველყოფს. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის გადახდის, ასევე სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის შემდეგ.

შეგახსნებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას მისი მესაკუთრე დაჯარიმდება 50 ლარით, ხოლო სხვა აკრძალულ ზონებში ყოფნის შემთხვევაში - 20 ლარით.



სხვა ამბები

დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღის და გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 13 აპრილს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის სოფლების, ასევე ქალაქ დედოფლისწყაროს და ქალაქ სიღნაღის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

რეგიონული განვითარების სამინისტრო - დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე მსჯელობაა დაწყებული. ამის შესახებ სამიმინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 21.10.17
16:00-18:00
Clear skyfrom east-southeast15°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest15°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east9°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31