14:01:09

ფირნიშები
Share |

თელავში მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

2 მარტს, თელავში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება თელავის საკრებულოს დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს პროგრამის შესახებ ინფორმაციას კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გააცნობს.

ახალი სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების თანახმად, სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისწევრთარაოდენობაუნდა შეადგენდესარანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისანდამისმეპაიეებსსაკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარივენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზისშემდეგიჯიშები: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის (რაჭული)თეთრა.

პროგრამით დადგენილი კრირტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს გადაეცემა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, კოოპერატივმა კი უნდა უზრუნველყოს საწარმოს შენობა-ნაგებობისმოწყობა.

სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, რომლის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება,როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის www.acda.gov.ge საშუალებით.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საპილოტე პროექტია, რომლის ფარგლებში გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობა. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.



სხვა ამბები

თელავის საკრებულოს წევრი გია გორთამაშვილი გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად თელავის თემის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ძლიერი სოფელის“ თავმჯდომარე გია გორთამაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაწვრილებით  

საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტომის შედეგად ლაგოდეხში მამაკაცი დაიღუპა

ლაგოდეხის რაიონში, საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადახტომის შედეგად 37 წლის მამაკაცი დაიღუპა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კლინიკა „კელაპტრის“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა გივი ლობჟანიძემ უთხრა, პაციენტი საავადმყოფოში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და აგრესიული იყო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 24.09.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom east22°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast21°C1.6m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 10:00-16:00
Rainfrom east11°C1.7m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31