21:37:05

Share |

ვეტერანებს საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნეს [Photos]

1-ელ მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით უწყების ბენეფიციართათვის გაიმართა საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია.

სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტისა და პროექტების მართვის და დაგეგმვის ჯგუფის მიერ მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ „მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტო“ - პროგრამა - “აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო - პროგრამა „დანერგე მომავალი“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, საპარტნიორო ფონდი, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა - „სტარტაპ საქართველო“, ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“.

შეხვედრის შედეგად ვეტერანებმა მიიღეს ინფორმაცია უწყებებში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ...

2016 წელს უწყების ფარგლებში შეიქმნა ახალი - პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფი. მისი შექმნის აუცილებლობა გამოიწვია ვეტერანთაგან შემოსულმა ბიზნეს იდეების სიმრავლემ და მათი მოთხოვნების გადასაწყვეტად გზების ძიებამ. შემოსულია 100-მდე ბიზნეს იდეა, რომელთაგანაც პირველ ეტაპზე მათი მზაობიდან გამომდინარე გამოყოფილია 40. პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფმა გასული წლის განმავლობაში შეხვედრები გამართა ბიზნეს იდეების ავტორებთან და შექმნა საინფორმაციო ბაზა, რომელშიც შესულია სამსახურის ბენეფიციართა ყველა განცხადება და იდეა. მათი უმეტესი ნაწილი ეხება მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას თუ ბიზნესის წარმოების პირველ ნაბიჯებს. შემოსული წინადადებებისა და იდეების შესაბამისად პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფმა შეარჩია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროებში შემავალი სააგენტოებისა და სსიპ - ების მიერ მართული პროგრამები.

პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფი არის და მომავალშიც იქნება ხელშემწყობი და შუამავალი რგოლი ბიზნესის დაწყების მსურველ ვეტერანთა და სახელმწიფო უწყებებს შორის.

(მიმდინარეობს - საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციართათვის.)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით უწყების ბენეფიციართათვის საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ვეტერანთა არასამთავრობო გაერთიანებებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები. ვეტერანებს სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ მიმართა.



ფირნიშები

სხვა ამბები

მინისტრები ქეთევან ციხელაშვილი და ვიქტორ დოლიძე პანკისის მცხოვრებლებს შეხვდებიან

დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდებიან. დაწვრილებით  

მიქაელ ბოტკოველი: პროტესტის ნიშნად ვტოვებ პატრიარქის მდივნის თანამდებობას

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. დეკანოზის განმარტებით, მან თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
02:00-06:00
Partly cloudyfrom northeast5°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-northwest4°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast11°C3.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east12°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast12°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31