12:17:27

ფირნიშები
Share |

ნიდერლანდების მოქალაქეს ნარკოდანაშაულისთვის 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობისთვის ბრალდებული, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე არტურ მარტინ ბლაუ დამნაშავედ სცნო და 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ არტურ მარტინ ბლაუსს საქართველოს გავლით ნიდერლანდებში ნარკოტიკული საშუალება უნდა გადაეზიდა.

„არტურ მარტინ ბლაუს მის სახელზე რეგისტრირებული ჰქონდა გადამზიდავი კომპანია შპს „AB Anneson Akeri“, რომელსაც 2016 წლის ივნისის თვეში ირანიდან ჰოლანდიაში ბრინჯი უნდა გადაეზიდა. ტვირთის გადაზიდვა უნდა მომხდარიყო არტურ მარტინ ბლაუს საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანით. გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომანქანის მისაბმელში, ნარკოტიკული საშუალების შენიღბულად გადაზიდვის მიზნით სპეციალური სამალავი იყო მოწყობილი, რომლითაც არტურ მარტინ ბლაუს საქართველო-უკრაინის სატრანზიტო გზით ნიდერლანდების სამეფოში ნარკოტიკული საშუალება უნდა გადაეზიდა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებით.

მათვე ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა 2016 წლის 13 ივნისს ბათუმის პორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, ხოლო ავტომობილის მისაბმელის იატაკში მოწყობილი სამალავიდან ამოღებულ იქნა 356 ნაწილად დაფასოებული 177კგ და 750,8 გ ფხვნილი, რომელიც კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს წარმოადგენდა. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ ფხვნილში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა 96კგ და 598,67გ შეადგენდა.



სხვა ამბები

ჯანდაცვის სამინისტროში შტატგარეშე თანამშრომლები მინისტრზე მაღალ ხელფასს იღებდნენ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებული რამდენიმე შტატგარეშე მოსამსახურე მინისტრზე მაღალ ხელფასს იღებდა. გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანს პარალელურად ეწერებოდა ხელფასის ოდენობით პრემიაც. ამასთან, სამინისტროს აპარატის 2 მოხელეს 2015 წელს პრემია 14-ჯერ მისცეს. დაწვრილებით  

დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია

გერმანიაში საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ფრაუკე კიოლერმა განაცხადა. მისივე თქმით, ინციდენტს განიხილავენ, როგორც ტერორისტულ თავდასხმას და ეძებენ მასთან კავშირში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west9°C1.0m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31