06:59:41

ფირნიშები
Share |

დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ნარმანია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა ე.წ. საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე მომზადებული სიუჟეტით ქარტიის პრინციპები დაარღვია.

„სადავო გახდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე. ნარმანია მიიჩნევს, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), აგრეთვე მესამე (დადასტურებული წყარო და ფაქტის მიჩქმალვა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება). განცხადების თანახმად, გადაცემის დასასრულს, გიორგი გაბუნიას ტექსტში, სადაც ის დავით ნარმანიას წარმოშობაზე საუბრობს, ასევე დარღვეულია მეშვიდე მუხლიც (დისკრიმინაცია)“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

საკუთარ მონოლოგში გიორგი გაბუნია ამბობდა, რომ დავით ნარმანიას თბილისის მერად არჩევის ფაქტი დაავიწყდა.

„ალბათ, დავით ნარმანიას დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში ჰგონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე. თბილისი თქვენი განავლის დასაგროვებელი ორმო არ არის, ბატონო დავით. თქვენს საკუთარ სახლში, თქვენი ნებაა, საერთოდ ნუ აიშენებთ ტუალეტს და თუ გინდათ პირდაპირ იატაკზე მოისაქმეთ“, - ამბობდა გიორგი გაბუნია მონოლოგში.



სხვა ამბები

2016 წელს საქართველოში შობადობა შემცირდა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კი მოიმატა. 2016 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 56 569 ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 4,5 %-ით ნაკლებია. ახალშობილთა შორის 28 887 ბიჭი და 27 682 გოგოა. დაწვრილებით  

არასამთავრობოები ევროსასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე აღსრულების შეჩერების ვადის გახანგრძლივებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სტარსბურგის სასამართლოს მოუწოდებენ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაახანგრძლივოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 23.05.17
11:00-12:00
Cloudyfrom northeast18°C1.9m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom north-northeast19°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
RainNNW18°C2.0m/s
1.0mm
ოთხშაბათი 24.05.17 12:00-18:00
Light rain showers13°C3.3m/s
0.8mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast17°C1.5m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast16°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31