00:57:16

ფირნიშები
Share |

საჯარო რეესტრში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის ახალი აპლიკაცია შეიქმნა

აპლიკაცია Geo-Jobs მისამართის შესახებ არსებული გეომონაცემების ელექტრონული რუკის სახით, დისტანციურად გამოყენების შესაძლებელობას იძლევა. მისი საშუალებით, მომხმარებლებს გეოგრაფიული ინფორმაციის გამოყენება და კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის ნახაზის შექმნის შეუძლიათ.

Geo-Jobs-ის ძირითადი მომხმარებლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან. ისინი აპლიკაციას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების დროს გამოიყენებენ, რაც საჯარო რეესტრის გეომონაცემებზე წვდომის, რუკაზე კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნის, ინფორმაციის შექმნის, რედაქტირების, ქუჩის სახელდებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის დამისამართების ელექტრონულ პროგრამაში ასახვის საშუალებას იძლევა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება მიენიჭება, შენობები კი დაინომრება. მათივე თქმით, დამისამართების სისტემის სრულყოფა გააუმჯობესებს ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ.

აპლიკაციის შექმნამდე მინიციპალიტეტები სახელდებისთვის საჯარო რეესტრიდან მიღებულ ორთოფოტოებზე, რეგისტრირებული მონაცემების ქაღალდის ვერსიებზე მუშაობდნენ.



სხვა ამბები

9 აპრილს ბზობის დღესასწაული აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. დაწვრილებით  

ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავებისა და პლასტიკური ნარჩენის ღია წესით დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახლოებულ ე.წ. „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები. ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, ფოთლებისა და საბურავების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
05:00-06:00
Clear skyfrom northwest18°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest19°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.1m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.9m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom west26°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27