19:23:44

ფირნიშები
Share |

ყვარელში მაშველებმა თოვლში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინეს

მაშველებმა, ყვარლის რაიონში, დაღესტნის საზღვართან თოვლში მოყოლილი შვიდი ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

„გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112 -ში“ შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაღესტნის საზღვართან საფრანგეთის შვიდი მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთაგან ერთს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. შეტყობინების მიღებისთანავე, მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია და გადაყვანილ იქნა ღუდუშაურის საავადმყოფოში, სადაც განაგრძობს მკურნალობას“,- განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, დანარჩენი ტურისტები თავს კარგად გრძნობენ.



სხვა ამბები

ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

დაწვრილებით  

თბილისის აეროპორტში ტრეფიკინგში ბრალდებული ირანის მოქალაქე დააკავეს

თბილისის ინტერპოლის თანამშრომლებმა, ირანიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ირანის მოქალაქე დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28