21:43:58

ფირნიშები
Share |

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო [Photos]

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა სხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოსთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.



სხვა ამბები

სოფელ ართანას მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მთავრობას პეტიციით მიმართავენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მცხოვრებლები საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციის ხელმომწერები მდინარე დიდხევზე „ართანა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჰესი სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუქმნის საფრთხეს.

დაწვრილებით  

ქრთამის აღების ბრალდებით ონის გამგეობის განათლებისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
02:00-06:00
Clear skyfrom southwest2°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west1°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28