20:33:40

ფირნიშები
Share |

პოლიციამ ადამიანის გატაცების ბრალდებით ხუთი პირი დააკავა - შსს [Video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი, რომლებმაც ფულის გამოძალვის მიზნით, ლილოს ბაზრობიდან ადამიანი გაიტაცეს.

56 წლის ზ.კ., 59 წლის ქ.ო., 49 წლის გ.ვ., 46 წლის ნ. გ. და 28 წლის ო.მ., მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, გუშინ, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ფულის გამოძალვის მიზნით, 1974 წელს დაბადებული რ.ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანის“ ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილები, ნიღბები, ცივი იარაღი, თავზე ჩამოსაცმელი ტომარა, ღვედები, წებოვანი ლენტი და დაზარალებულისთვის წართმეული 5600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.



სხვა ამბები

სამგორის გამგეობამ ეკლესიაში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად 20 572 ლარი გამოყო

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად 20 572 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ ავრცელებს.

დაწვრილებით  

უფლებადამცველთა ინფორმაციით, ორი საჰაერო იერიშის შედეგად სირიაში 35 ადამიანი დაიღუპა

ორგანიზაციამ „სირიის სამეთვალყურეო ადამიანის უფლებებისთვის“ (SOHR), რომელსაც ოფისი ინგლისში აქვს, განაცხადა, რომ სირიაში ორი საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 22.01.18
01:00-06:00
Partly cloudyfrom west-southwest0°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Cloudyfrom southwest5°C0.6m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest5°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 12:00-18:00
FairNNW9°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 24.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northwest7°C2.2m/s
0mm
ხუთშაბათი 25.01.18 10:00-16:00
Snowfrom east-northeast-1°C2.0m/s
2.8mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28