08:09:35

ფირნიშები
Share |

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე ჩვენებას, დღეს მისცემს. მატროსოვის ციხეში მას მთავარი საგამოძიებო უწყების და საქმის პროკურორი დაკითხავს.

დეკანოზის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ჩვენების შემდეგ გამოძიება სხვა მიმართულებით წავა. კერძოდ, ადვოკატი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე ისაუბრებს იმის შესახებაც, თუ როგორ და საიდან მოხვდა მის ნივთებში იარაღი, რომელიც სამართალდამცველებმა მისი სახლიდან ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზისთვის უკვე აღებულია დეკანოზის ხმის ნიმუშები და გროვდება ხელწერის ნიმუშებიც.

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვას მისი ადვოკატები ჯერ კიდევ პარასკევს ვარაუდობდნენ, თუმცა მოლოდინის მიუხედავად დეკანოზი არ დაუკითხავთ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.



სხვა ამბები

მაშველებმა ზვავში მოყოლილი სერბი ტურისტი გადაარჩინეს [Video-Photos]

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ლომისას ქედზე ზვავში მოყოლილი სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

დაწვრილებით  

აკა სინჯიკაშვილი პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქველმოქმედი აკაკი (აკა) სინჯიკაშვილი ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის, წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28