00:16:46

ფირნიშები
Share |

ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს

ბათუმში ერთ–ერთ ქუჩას შესაძლოა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე საკრებულო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს. ინიციატორი საკრებულოს წევრი დიმიტრი დარჩიაა.

საუბარია 2,5 კილომეტრი სიგრძის უსახელო ქუჩაზე, რომელიც ბათუმის აეროპორტიდან სანაპირომდე გრძელდება. დიმიტრი დარჩიას განცხადებით, პირველ ეტაპზე, გზის აღნიშნული მონაკვეთი ქუჩად უნდა დარეგისტრირდეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, გიორგი ანწუხელიძის სახელი ქალაქ გორში მდებარე ქუჩას ეწოდა. საკრებულომ ეს გადაწყვეტილება ყოფილი მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წელს ახმეტაში დაიბადა და სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 24 წლის სამხედრო 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ. შანხაის რაიონს უტევდა. ის რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ. ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

გიორგი ანწუხელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ხსოვნის მემორიალი 2013 წლის 26 ოქტომბერს, ქვემო ალვანში მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. 2013 წლის 2 ნოემბერს თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა სერჟანტთა მომზადების სკოლას.





სხვა ამბები

ვეტერანებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა სიმონ კობეშავიძემ და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ თოფურიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად ჟიული შარტავას საფლავი დღეს გვირგვინით შეამკეს. საქართველოს ეროვნულ გმირს დღეს 73 წელი შეუსრულდებოდა.

დაწვრილებით  

დესტრუქციული პოლიტიკური ძალები შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს - პრემიერი

„ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  წუხელ ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
04:00-06:00
Clear skyNNW17°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest17°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25
27 28