20:33:19

ფირნიშები
Share |

ქურთი ჟურნალისტი მოსულში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბომბს ემსხვერპლა

30 წლის ქურთი ჟურნალისტი შიფა გარდი, რომელიც ერაყის ქალაქ მოსულის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლების ოპერაციას აშუქებდა, ბომბის აფეთებას ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად დაშავდა მისი ოპერატორი.

ერაყის ქურთულმა ტელეკომპანიამ „რუდავიმ“ შიფა გარდს უწოდა მამაცი ჟურნალისტი, რომელიც ანგრევდა სტერეოტიპებს იმ პროფესიაში, სადაც მამაკაცები დომინირებენ.

განცხადება გამოაქვეყნა ერაყის ქურთისტანის მთავრობამაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ გარდაცვლილი ჟურნალისტი ახალგაზრდა ქურთი ქალებისთვის მისაბაძი მაგალითი იყო.  

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებისგან ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ ქურთული შეიარაღებული ფორმირებები, შიიტი მებრძოლები და საერთაშორისო კოალიციის ავიაცია.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ამ დროისთვის ჯიჰადისტებისგან მხოლოდ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის გათავისუფლება მოხერხდა, ხოლო დასავლეთ ნაწილის რაიონებში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“  მებრძოლები ერაყის არმიას კვლავ მძლავრ წინააღმდეგობას უწევენ.

ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი მოსული 2014 წელს დაიკავა.



სხვა ამბები

აშშ-ს საელჩომ თელავში დაღუპული პოლიციელის მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი დააწესა

საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ დასრულდა. კონფერენციის ფარგლებში, წელს პირველად აშშ-ს საელჩომ თელავში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი დააწესა. ღონისძიებას გარდაცვლილის და - თინათინ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.

დაწვრილებით  

მეუფე პეტრე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, - ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს წერილში, რომლითაც იგი პატრიარქს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და სინოდის სხდომის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს მიმართავს. მეუფე პეტრეს წერილს მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 22.01.18
01:00-06:00
Partly cloudyfrom west-southwest0°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Cloudyfrom southwest5°C0.6m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest5°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 12:00-18:00
FairNNW9°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 24.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northwest7°C2.2m/s
0mm
ხუთშაბათი 25.01.18 10:00-16:00
Snowfrom east-northeast-1°C2.0m/s
2.8mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25
27 28