00:56:30

ფირნიშები
Share |

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს და სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ბიბლიის მიხედვით, პირველქმნილი ადამიანების სამოთხიდან განდევნის მიზეზი სინანულის არქონა გახდა.

დიდი მარხვის წინა დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

შენდობის კვირას, საღამოს, ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სავარაუდოდ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადებს, თუ როდის შეასრულებს შენდობის წესს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.

წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.



სხვა ამბები

რუსთავში ხანძარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში ქვის გადამამუშავებელი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დარაჯის ოთახში ეძინა და ხანძრის დროს წარმოქმნილი კვამლით გაიგუდა. 

დაწვრილებით  

სოფელ გურჯაანში სარწყავ არხში მამაკაცი დაიხრჩო

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სარწყავ არხში დამხჩვალი იპოვეს. როგორც კახეთი საინფორმაციო ცენტრს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კობა კუპრაშვილმა უთხრა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
05:00-06:00
Clear skyfrom northwest18°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest19°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.1m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.9m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom west26°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25
27 28