06:01:23

ფირნიშები
Share |

სირიის ქალაქ ალ-ბაბთან ტერორისტულ თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ალ-ბაბთან არსებულ გამშვებ პუნქტ სუსიანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომობილში აფეთქებულ ბომბს 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

თავდასხმა რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც თურქეთის მხარდაჭერით მოქმედმა სირიელმა მეამბოხეებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი წაართვეს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელმა თავისი მანქანა შეაჯახა და ბომბი ააფეთქა თურქი ჯარისკაცებისა და განდგომილთა ჯგუფში.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ალ-ბაბი, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრშია, მეამბოხეთა თქმით, მათ 23 თებერვალს დაიკავეს.



 

სხვა ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით ეხმაურებიან. ორგანიზაციები 11 მარტს, ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს გმობენ და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოუწოდებენ. დაწვრილებით  

ევროპის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს 14 ცხოველი აჩუქეს

თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უსურიის ვეფხვი რიგის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს, 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი დიდი ბრიტანეთის ბენჰემის ზოოპარკიდან. ცხოველები დღეს გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოაფრინეს და უკვე თბილისის ზოოპარკში არიან დაბინავებული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
10:00-12:00
Heavy rainfrom north-northeast12°C2.0m/s
5.2mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 26
27 28