09:59:10

ფირნიშები
Share |

ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დასახსნელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ბექა დვალი

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, ამბოხებულთა ტყვეობიდან სოსო ოსორაულის დასახსნელად, ამ ეტაპზე კონგოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბექა დვალის ინფორმაციით, მეორე ქართველი, რომელიც დაიჭრა, თავს კარგად გრძნობს.

ელჩის განმარტებით, ქვეყნის მთავრობამ მხოლოდ ორი დღის წინ დაუდასტურა ქართველი სამხედრო მფრინავის ტყვეობაში ყოფნა.

„დიპლომატიური არხებით ვურთიერთობთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან და ინფორმაციას, რომელსაც ვფლობთ არის ის, რომ ერთ-ერთი ქართველი, რომელიც ტყვედ აღმოჩნდა, ამ შეიარაღებული დაჯგუფების ხელში, ჯანმრთელია. მეორე საქართველოს მოქალაქე დაჭრილია და მკურნალობს ქალაქ გომაში. ეს არის ის ინფორმაცია, რომლის გაზიარებაც ჩვენ ამ დროისთვის შეგვიძლია“,- განუცხადა „რუსთავი2“-ს სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

41 წლის სოსო ოსორაული თითქმის ერთი თვეა რაც კონგოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა.



სხვა ამბები

შესაძლოა დახურულ სივრცეში ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც აიკრძალოს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება ტერმინი „თამბაქოს ნაწარმი“ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა როგორებიცაა მაგალითად „ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო“, „საწუწნი თამბაქო“, „ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები” და ა.შ. დაწვრილებით  

26-27 მარტს თბილისში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება

26-27 მარტს, „ახალ ტფილისში“ ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება. განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთი მოირთვება თემატური დეკორაციით. 12:00 საათიდან - „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“ - უწყვეტ რეჟიმში, დაუკრავენ ქართველი DJ-ები: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze და სხვა. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 25 26
27 28