06:35:47

ფირნიშები
Share |

პატრიარქის დაცვის უფროსი თანამდებობას ტოვებს - მეუფე დიმიტრი

მეუფე დიმიტრის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და მისი სიძე ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მეუფეს თქმით, გადადგომის მიზეზი ისაა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების პროცესს ხელი არ შეეშალოს.

დღესვე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნმა, მამა მიქეილ ბოტკოველმა განცხადა, რომ პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, ილია მეორის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.

მამა მიქაელმა შეკითხვაზე - „დატოვა თუ არა სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობა“ პასუხის გაცემა არ ისურვა. 

პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, გავრცელებულ ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ არ ადასტურებს. ამის შესახემ მან ჟურნალისტებს თავად განუცხადა. ოხანაშვილის განმარტებით, მამა მიქაელ ბოტკოველმა დღეს „იცრუა“ და ის აცხადებს, რომ პატრიარქის გერმანიიდან დაბრუნების დღიდან ის განაგრძობს მოვალეობის შესრულებას.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან, მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებს ჩემს მოვალეობას“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

მან ასევე დააანონსა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს გამართოს ბრიფინგი, სადაც მისი თქმით, თავად გააცნობს საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას.



სხვა ამბები

თბილისში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა

მსხვერპლით დასრულდა ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. დაწვრილებით  

სირიაში კიდევ ერთი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი „კონფლიქტების გამოძიების ცენტრი“ (CIT) სირიაში კიდევ ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება. ორგანიზაციის თანახმად ჯარისკაცის სახელი და გვარი არტიომ გორბუნოვია, რომელიც 2 მარტს მოკლეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28