19:35:41

ფირნიშები
Share |

დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს

დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე, შესაძლოა, მოწევა აიკრძალოს. კანონმდებლობა მკაცრდება ახალი კანონპროექტით, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

გუგული მაღრაძის კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე (ე.წ. „დრაივი“). ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილ იქნება პიქტოგრამებიც. დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხიც.

გუგული მაღრაძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების მიზანი თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების და სიკვდილიანობის, ასევე, ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირებაა. მისივე თქმით, თამბაქოსთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესიც.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენამდე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია.

„საქართველოში ყოველწლიურად 49 ათასი ადამიანი იღუპება და აქედან 11 ათასი ადამიანი - თამბაქოს მოხმარების გამო (22%) . თუ მსოფლიოში, საშუალოდ, 11% იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო, ჩვენთან ეს მონაცემი 22 %-ია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ფილტვის კიბოს ეპიდემიოლოგიურ სურათზე ისაუბრა ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, რეზო გაგუამ. მისი ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად კიბოს 10 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება და ამ ონკოლოგიური დაავადების გამომწვევ ძირითად მიზეზთა შორის სწორედ თამბაქოს მოწევაა. მისი განმარტებით, თამბაქო 4 ათასამდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა 60 %-ზე მეტი კარცენოგენულია.

 „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენლებმა და კანონპროექტის თანაავტორებმა გიორგი ბახტურიძემ და კახა ღვინიანიძემ განაცხადეს, რომ საჯარო და სამასპინძლო შენობებში თამბაქოს კვამლის მიკრონაწილაკების შემცველობა ერთ კუბამეტრ ჰაერზე დასაშვებ ზღვარს 40-ჯერ აღემატება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კაფე-ბარებში. გიორგი ბახტურიძის განცხადებით, თამბაქო რეკლამირებული და ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის.

კანონპროექტს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.



სხვა ამბები

დაზარალებული მოვაჭრეები - ამ ხელისუფლების პირობებში ხანძარი 13 ბაზრობაზე გაჩნდა

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მოვაჭრეები მთავრობისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ერთჯერად კომპენსაციას ითხოვენ. როგორც აქციაზეა შეკრებილებმა აღნიშნეს, მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ხანძრის გაჩენის ფაქტი 13 ბაზრობაზე დაფიქსირდა.

დაწვრილებით  

თბილისში მამამ 24 წლის შვილი მოკლა

ორთაჭალაში, ბერძენის ქუჩაზე, მამამ 24 წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ოჯახის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცმა შვილს შელაპარაკების გამო ესროლა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 18.02.18 12:00-18:00
Rainfrom southwest3°C1.2m/s
2.2mm
ორშაბათი 19.02.18 12:00-18:00
Cloudyfrom southeast1°C0.9m/s
0mm
სამშაბათი 20.02.18 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest1°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 22 23 24 25 26
27 28