21:43:23

ფირნიშები
Share |

რუსეთიდან კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობის კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი „MITSUBISHI PAJERO“-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



სხვა ამბები

ზოგიერთ დარღვევაზე მართვის მოწმობის ქულების ჩამოკლება არ გავრცელდება

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება ისეთ დარღვევებს შეეხება, როგორიცაა - სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ან მანქანის იმ პირისთვის გადაცემა, ვინც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. დაწვრილებით  

საქართველოში რუსული ენის დავიწყება იქნება პრინციპულად არასწორი - პრეზიდენტი

რუსული ენა, რომლითაც ვურთიერთობთ აფხაზებთან, ოსებთან, აზერბაიჯანელებსა და სომხებთან, არ უნდა იყოს მივიწყებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, რუსული ენა ინფორმაციის გავრცელებისთვის ძალიან კომფორტული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 22 23 24 25 26
27 28