23:16:34

ფირნიშები
Share |

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება

„არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები. ვისაც უღირს, რომ ამ ფასად შემოიყვანოს, შესაძლებელი იქნება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან ეს მუხლი უკვე ამოღებულია.

აღნიშნული საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერთან და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან განიხილა.

„პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რამაც გარკვეულწილად გააძვირა განბაჟება და ის რისკები რაც იყო, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა მარცხენა საჭიანებთან მიმართებაში და გაუთანაბრდებოდა მათ, ეგ რისკები შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ორშაბათიდან განახლდება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტში უცვლელი რჩება ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა.



სხვა ამბები

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი აფიზ ოსმანოვი 100 წლის გახდა [Photos]

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, უწყების სახელით ვეტერან აფიზ ოსმანოვს 100 წლის იუბილე მიულოცა, მადლობა გადაუხადა ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. 

დაწვრილებით  

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში პედაგოგებს გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში „ჰელსიკორი“ პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში კარდიოლოგისა და ანგიოლოგიის კონსულტაციებთან ერთად ყველა პედაგოგს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლძარღვთა დუპლექსონოგრაფია და ექოკარდიოსკოპია). დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 22.09.17
03:00-06:00
Fairfrom west-northwest19°C1.0m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C2.0m/s
0mm
კვირა 24.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east23°C1.8m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east18°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28