01:55:56

Share |

31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. 31 ოქტომბრამდე დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან.

პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ მოქალაქეები: 

რომელთაც გაუქმებული აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, პასპორტი), ან მათ დოკუმენტებს ვადა გასდით 31.10.2017 წლამდე;
რომელთა რეგისტრაციის მისამართი არ არსებობს, ან არაზუსტია (არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი); 
მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები;
რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები;
მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.

აქცია შეეხება აღნიშნული კატეგორიის სრულწლოვან მოქალაქეებს და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, რომელიც ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია.



ფირნიშები

სხვა ამბები

სოფელ ართანას მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მთავრობას პეტიციით მიმართავენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მცხოვრებლები საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციის ხელმომწერები მდინარე დიდხევზე „ართანა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჰესი სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუქმნის საფრთხეს.

დაწვრილებით  

სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა

სამხედრო პოლიციამ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი დააკავა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28