21:05:48

ფირნიშები
Share |

მეფუტკრეობის კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კოოპერატივებს სკების, თაფლის საწურისა და თაფლის შესანახი ავზების გარდა გადაეცემა ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.

კოოპერატივებს მეფუტკრეობის პროგრამაში რეგისტრაცია თბილისში ჩაუსვლელად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) დისტანციურად შეეძლებათ.

პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრსდაფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.

იმ კოოპერატივს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით.

პროგრამაში მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ მოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე ასევე იღებს ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით. აღრიცხვას ექვემდებარება მონაწილის საკუთრებაში არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკები, რაც ხელს უწყობს მიკვლევადობას და უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას. 

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახების კების მიღებიდან 2 წლის ვადაში

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა.

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით აღრიცხულია, როგორც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკუთრებაში არსებული 34 615 სკა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 164 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა 13 936 სკა, 28 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 28 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), ასევე 27 კოოპერატივმა მიიღო ჯამურად 61 400 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ავზები.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის სექტემბერიდან ხორციელდება. 



სხვა ამბები

სოფლებში მღვდლებს თავი ძლივს გაგვაქვს, ვალებიდან ვერ ამოვდივარ - კალაურის ტაძრის მოძღვარი

„სოფლებში მღვდლებს, მიუხედავად მძიმე ფიზიკური შრომისა, თავი ძლივს გაგვაქვს და ხშირად პირადად მე ბავშვის ექიმთან წასაყვან ფულს ვსესხულობ, ვალებიდან ვერ ამოვდივარ“,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ილია ჯანიაშვილი, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სატელევიზიო გამოსვლას.

დაწვრილებით  

დიარბაქირში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ დიარბაქირში პოლიციის განყოფილებასთან დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ოთხი კი დაშავდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 28.05.17
01:00-06:00
Fairfrom northwest13°C1.1m/s
0mm
06:00-12:00
Light rain showersfrom west-southwest12°C1.8m/s
0.7mm
12:00-18:00
Rain showersfrom north-northeast19°C0.9m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northwest18°C2.5m/s
0mm
ორშაბათი 29.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C2.3m/s
0mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom southeast20°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom northeast21°C0.7m/s
3.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28