01:55:43

Share |

პროკურატურა - რუსთაველზე მომხდარი ავარიისთვის ბრალდებულს ნარკოტიკების მოხმარება დაუდგინდა

პროკურატურამ 24 იანვარს რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ხაზგასმულია, რომ ბრალდებულის ნარკოტიკული შემოწმების შედეგად „ტეტრაჰიდროკანაბინოლის” (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

სამართალდამცავებმა 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 24 წლის გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა „ოპელის“ მგზავრი სოფო ბ, 4 ადამიანი კი დაშავდა.

საპატრულო პოლიციამ გიორგი ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.



ფირნიშები

სხვა ამბები

პატრიარქის დაცვის უფროსი თანამდებობას ტოვებს - მეუფე დიმიტრი

მეუფე დიმიტრის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და მისი სიძე ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მეუფეს თქმით, გადადგომის მიზეზი ისაა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების პროცესს ხელი არ შეეშალოს.

დაწვრილებით  

23 წლის ლევან წიკლაური დედოფლისწყაროდან - ბავშვობიდან მესაზღვრეობაზე ვოცნებობდი [Photos]

სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მობილური ოცეულის ინსპექტორი, 23 წლის ლევან წიკლაური მესამე წელია საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს იცავს. ლევანი პარალელურად კიკბოქსინგში ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. იგი თავის წონაში საქართველოში პირველი ნომერია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28