22:38:18

Share |

სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

2 თებერვლიდან სადგურის მოედანიდან აეროპორტის მიმართულებით, N37 მარშრუტზე 10 ახალი ავტობუსი ივლის. აღნიშნულ მარშრუტზე აღდგება ღამის რეისებიც. 23:00-დან დილის 7:00 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ემსახურება როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე, ტურისტებს. მალე, დედაქალაქის ვიზიტორები, აეროპორტის ტერიტორიაზე, შეძლებენ „მეტრომანის“ ბარათების შეძენას, რომლის საშუალებითაც ისინი მგზავრობის საფასურს გადაიხდიან და ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, N37-იდან გათავისუფლებული ავტობუსებიდან თითო-თოთო N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს დაემატება.

შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე იგეგმება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს.

ეკოლოგიური-CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების შემოყვანა მარტში დასრულდება. სულ თბილისი 143 „მანის“ ავტობუსს მიიღებს.



ფირნიშები

სხვა ამბები

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „BLOW MINI MOD 2003“-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს. დაწვრილებით  

სოფელ ჯიმითში ყაჩაღობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში ყაჩაღობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს ბრალდებული იარაღის მუქარით თავს დაესხა სოფელ ნანიანში მდებარე სასურსათო მაღაზიას, საიდანაც ფული და მობილური ტელეფონი გაიტაცა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
03:00-06:00
Cloudyfrom west-northwest7°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Cloudyfrom northwest8°C1.0m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast13°C0.9m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.8m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast18°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28