14:38:18

ფირნიშები
Share |

21 აფთიაქი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს არასრულწლოვნებზე ურეცეპტოდ ყიდდა - საგამოძიებო სამსახური

საქართველოში მდებარე 21 სააფთიაქო დაწესებულებიდან არასრულწლოვნებზე სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა აფთიაქების ხელმძღვანელი პირების მიერ განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის კიდევ არაერთი ფაქტი გამოავლინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 21 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა გამოვლენისა და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ზუსტი რაოდენობების დადგენის მიზნით, ყველა გამოვლენილ ობიექტში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ქვეყანაში ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია“,- აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, 1 დან 3 წლამდე.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას, აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენისა და „სააფთიაქო ნარკომანიის“ საბოლოოდ აღმოფხვრის მიზნით“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.


სხვა ამბები

სტივენ ჰოკინგი კოსმოსში იმოგზაურებს

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი, ბრიტანელი ასტროფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი მალე ოცნებას აიხდენს და კოსმოსში გაფრინდება, რისი შესაძლებლობაც მას აქამდე შეზღუდული შესაძლებლობების გამო არ ჰქონია. დაწვრილებით  

ძმები ყარამანიშვილები „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს 40 %-იანი წილის უფასოდ გადაცემას სთავაზობენ

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართავს და არხის მფლობელების სახელით, სთავაზობს, ტელეკომპანიის 40 %-იანი წილი თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გადანაწილდეს. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.07.17
19:00-00:00
Clear skyfrom east29°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east30°C1.9m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast32°C1.2m/s
0mm
კვირა 30.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast27°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
31