10:18:08

ფირნიშები
Share |

26-27 იანვარს საპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოვლინდა - შსს [Video]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, 26-27 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის 57 დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა გამოავლინეს.

„სისხლის სამართლის 57 დანაშაულს შორისაა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) - 15 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) - 1 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) - 2 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ს 353-ე მუხლი) - 3 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) - 3 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) - 5 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) - 1 ფაქტი; პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) - 28 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 9 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 21 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 13 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 21 ფაქტი.

„საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 1 რევოლვერი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 3 ხელყუმბარა, 1 დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია: 3 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა „ბიო“, 100 აბი „გერალგინი“, 1 შეკვრა ამფეტამინი; 1 შეკვრა „მდმა“ და სხვა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


სხვა ამბები

2016 წელს კახეთში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა

2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 %-ით შემცირდა და 25 101 შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 9 539 განქორწინება დაფიქსირდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 %-ით მეტია. გასულ წელს კახეთის რეგიონში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა.

დაწვრილებით  

ესპანეთში ინტერნაციონალურ დღეზე საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა

ესპანეთში, ვალენსიის მხარეში ინტერნაციონალური დღე გაიმართა, სადაც საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა. სულხან იდოიძე და მაია თავბერიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვნიდან არიან. გამოფენაზე ისინი თუშური ტრადიციული კერძებით წარსდგნენ, მათმა შვილებმა ქართული ფოლკლორული ცეკვებიც შეასრულეს. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
15:00-18:00
Clear skyfrom east-northeast23°C0.8m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 29
30 31