23:12:36

ფირნიშები
Share |

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს [Video]

სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 34 წლის ზ.ბ. და 48 წლის, წარსულში ნასამართლევი რ.გ., ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზ.ბ. შპს „კაპიტალ გრუპის“ კუთვნილი მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სისტემატურად, უკანონოდ სძალავდა. მიმდინარე წლის იანვარში, მოიჯარე მძღოლმა ზ.ბ.-ს თანხის მიცემა შეუწყვიტა, რის გამოც, დავის გადაწყვეტის მიზნით, ზ.ბ. ქურდული სამყაროს წევრს - რ.გ.-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 იანვარს რ.გ.-მ და ზ.ბ.-მ, სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, SKYPE-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს - ლ. ხ.-ს, რომელმაც მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. „ქურდული კანონების“ თანახმად, დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ.-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.





სხვა ამბები

პანკისში დაპირისპირებული გვარები შერიგდნენ – „კარგია, რომ პოლიცია არ ჩაერია“

პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა. დაწვრილებით  

მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 22.09.17
03:00-06:00
Fairfrom west-northwest19°C1.0m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C2.0m/s
0mm
კვირა 24.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east23°C1.8m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east18°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 27 28 29
30 31