11:37:39

ფირნიშები
Share |

საქართველოს შეიარაღებული ძალები „დელტას“ აღჭურვილობით მომარაგდება


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ჯარი „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით აღიჭურვება. ბატალიონი, რომელიც უახლოეს მომავალში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში გაემგზავრება, პირველი ქვედანაყოფია, რომელსაც ქართული აღჭურვილობა ექნება.

„სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ საწარმოო სიმძლავრეები ქართული შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს. საწარმო ამჟამად თავდაცვის სამინიტროს კონკრეტულ შეკვეთაზე მუშაობს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც „დელტაში“ აცხადებენ, ინდივიდუალური დაცვის სისტემებზე მუშაობის პოროცესში სპეციალისტებმა საერთაშორისო სტანდარტები და სამხედრო ქვედანაყოფის მოთხოვნილებები გაითვალისწინეს. „დელტას“ ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის განცხადებით ტექნოლოგია დაიხვეწა და ახალი პროდუქცია გაცილებით მაღალი სტანდარტისაა.

„ტექნოლოგია, განსაკუთრებით ჯავშანჩაფხუტების, სრულად საქართველოშია შექმნილი. ჩვენ მხოლოდ საბაზო ნედლეულს ვღებულობთ. დანარჩენს ჩვენი უნიკალური მეთოდით ვაკეთებთ. ჩვენი მეთოდი განსაკუთრებული იმით არის, რომ დაცვის თვალსაზრისით შედეგს ძალიან დიდს იძლევა. „დელტას“ საწარმოო შესაძლებლობები გვაძლევს საშუალებას, რომ მოვამარაგოთ არა მხოლოდ ქართული ჯარი, არამედ ექსპორტზეც გავიდეთ“, - აცხადებს უჩა ძოძუაშვილი.

ძოძუაშვილის თქმით, „დელტას“ ახალი პროდუქციის ექსპორტზე გასატანად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.



სხვა ამბები

მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფლება სინოდმა ჩამოართვა.

დაწვრილებით  

გინესის ჩინელი რეკორდსმენი კიბეზე თავით ავიდა [Video]

მსოფლიოს უცნაური და სახალისო რეკორდების ყოველკვირეულ პოპულარულ იტალიურ შოუში (Lo Show Dei Recordi) მორიგი უჩვეულო გინესის რეკორდი დაფიქსირდა - ჩინელმა აკრობატმა ლუნლონ ლიმ თავზე მდგარმა კიბის 36 საფეხური აიარა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
16:00-18:00
Clear skyfrom south-southeast7°C0.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31