08:40:11

Share |

სოფელ ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის [Video]

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის. ხატი კობიაშვილების ოჯახშია დაბრძანებული. ოჯახის წევრებმა მეზობლის ნაჩუქარ ხატზე მცირე რაოდენობის სისხლი რამდენიმე თვის წინ შენიშნეს.

„2 წლის წინ, ჩემ შვილს ეს ხატი მეზობელმა დაბადების დღეზე აჩუქა. ხატი მთლად სუფთა იყო და ახლა 2 წლის მერე, ოქტომბრის თვიდან გაუჩნდა ეს ლაქა. თავიდან ორი ხაზი ჰქონდა მაგრამ ორი დღის მერე მესამე ხაზიც გაუჩნდა. მამა მიქაელთან წავაბრძანეთ ეს ხატი და მან გვითხრა, რომ კიდევ მოემატება და არ შეგეშინდეთო. ვინც მოვიდეს ყველა შემოუშვით და ყველამ ილოცოსო. ძალიან ბევრი ხალხი მოდის. სწრაფშემსმენელი და სასწაულმოქმედიაო მამა მიქაელმა თქვა. ჩემს ქმარს არ სწამდა და ეხლა თვითონ მოუშვა წვერი“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნაირა კობიაშვილმა.

ხატი სასულიერო პირებმაც ნახეს.

„ეს სისხლად შეიძლება ჩაითვალოს. ნიკაპთან ნაკაწრია და სისხლის ლაქები იზრდება.  მეუფემ მკითხა სურნელოვანი თუ იყო, მაგრამ არ ვიცით. ხატი ჩარჩოში ზის და მისი გახსნის გადაწყვეტილება თავად ვერ მივიღე. მეუფესთან ვაპირებთ ხატის წაბრძანებას და მაშინ გვეცოდინება ზუსტი პასუხი“ - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩუმლაყში მდებარე ეკლესიის მოძღვარმა, მამა ბეჟანმა.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

 

ამ თემაზე:

სასწაული მსხალგორში - ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის [Photo – Video]

სხვა ამბები

პრემიერ – მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს


საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 15 აპრილს, 20:30 საათზე, საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

დაწვრილებით  

ბირთვული მასალის გასაღების ბრალდებით 6 პირი დააკავეს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე და სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულები ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას თბილისში, 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

„მფრინავი სამყაროს ფოტოგრაფია“ - დრონით დაფიქსირებული ქორწინება [Photos]

ვიდეო

თუშური ქუმელი – ტრადიციული თუშური საკვები და „ყვა“

ვიდეო

აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძის ლექცია პანკისის სათემო რადიოში

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2015 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31