22:09:11

ფირნიშები
Share |

ავარეთ – კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით აქცია გაიმართება

ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით 16 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტის ძველი შენობის წინ გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ახალგაზრდები არიან. მათი თქმით, აქცია რუსული ოკუპაციის ახალი ტალღის საწინააღმდეგოდ გაიმართება.

„როცა არსებობს ორჭოფული პოზიცია ხელისუფლებაში ამ გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ვერ გავჩუმდებოდი. ორჭოფული პოზიცია არ უნდა არსებობდეს. ავარეთ-კახეთის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით უნდა იყოს მხოლოდ ცალსახა დამოკიდებულება - ეს გზა არ უნდა აშენდეს. ჩვენი მიზანია, ნათლად გავუმარტოთ ხელისუფლებას ამ პროექტის დამღუპველი შედეგები, რათა მან უარი თქვას მასში საქართველოს მონაწილეობაზე. ეს არის ქართული საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილის დამოუკიდებელი აქცია რუსული ოკუპაციის ახალი ტალღის წინააღმდეგ. ამ აქციის ორგანიზატორი უნდა იყოს მთლიანად ქართული საზოგადოება“, -  განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აქციის ორგანიზატორმა, „მწვანეთა პარტიის“ ყვარლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით ჩუთლაშვილმა.

მისივე თქმით, გამაფრთხილებელი აქცია პარტიული ნიშნით არ იმართება და მასში  მონაწილეობა ყველას შეუძლია, ვინც გზის მშენებლობას აპროტესტებს. საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

ავარეთ – კახეთის გზის რეაბილიტაცია – მშენებლობა დაღესტანში აგვისტოს თვიდან დაიწყო. „დაღესტნის ავტოგზის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იქნება საჭირო. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია.

საქართველოს ხელისუფლება გზის მშენებლობას ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობად მიიჩნევს, თუმცა ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე გზის მშენებლობის შესახებ ოფიციალური მზადყოფნა ჯერ არ განუცხადებია.

საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები პროექტის სამხედრო საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ავარეთ-კახეთის გზა „კახეთის ცხინვალიზაციას“ გამოიწვევს და ოკუპანტებს საქართველოში შემოსვლა ნებისმიერ დროს კახეთიდანაც შეეძლებათ.

 

ამ თემაზე:

რუსეთს საქართველოში შემოსასვლელი ყვარლიდანაც ექნება

„ავარეთ – კახეთის გზის აღდგენა აღმოსავლეთ საქართველოს სრულიად დაუცველს გახდის“

„ეს გზა თუ გააკეთეს, შესაძლოა რუსები გადმოვიდნენ და ჩვენც დაგვიპყრონ“ [Video]

 

სხვა ამბები

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელმა საზღვრის კვეთის პროცედურები გაამკაცრა

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები გამკაცრებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები.

დაწვრილებით  

პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, 93 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
02:00-06:00
Partly cloudyNNW3°C1.0m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest3°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north7°C1.9m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast4°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom east7°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2014 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 22 23 24 25 26
27 28 29 30 31