20:54:01

ფირნიშები
Share |

„iPhone“-ის რეალიზაცია საქართველოში ავტორიზებული არ არის

„Apple“-ის მიერ „iPhone“-ის საქართველოში რეალიზაცია ავტორიზებული არ არის, შესაბამისად,  „Apple“ არ უზრუნველყოფს „iPhone“-ის და სხვა არაავტორიზებულ  ქსელში რეალიზებული მოწყობილობების საგარანტიო მომსახურებას. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, „Apple“-ის ავტორიზებულ პარტნიორს საქართველოში „iPhone“-ის  რეალიზაციის უფლება არ აქვს.

საძიებო სისტემა google-ის მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, სადაც კომპანია „Apple“-ის ოფიციალური მაღაზიები არსებობს.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციაში“ აცხადებენ, რომ „iPhone +“ დაუსჯელობის სინდრომით არის შეპყრობილი და მომხმარებლებს ატყუებს.

„iPhone +“ ოფიციალური დისტრიბუტორი არ არის. მას უკანონოდ აქვს სახელი გამოყენებული და მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. კომპანია დაუსჯელობის სინდრომით არის შეპყრობილი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სიუჟეტი მომზადდა და მომხმარებელმა საკუთარი პრეტენზია პირდაპირ ეთერშიც დააფიქსირა, კომპანია იმავე სტილით აგრძელებს მუშაობას“, -  განაცხადა „მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის“ წარმომადგენელმა მადონა კოიძემ.

მომხმარებლების განცხადებით, „iPhone +“-ს საქართველოში მეორადი ტელეფონები შემოაქვს და ისე ყიდის, როგორც ახალს. დაზარალებულების თქმით, „iPhone“-ის ტელეფონები ყიდვიდან რამდენიმე დღეში ფუჭდება, დაზიანებული ტელეფონის სერვისცენტრში მიტანის შემდეგ კი მომსახურე პერსონალი მის დაზიანებაში მყიდველებს ადანაშაულებს და გარანტიის არსებობის მიუხედავად, ტელეფონის შეკეთებაში თანხას ითხოვს.

 

ამ თემაზე:

„iPhone +“-ის წარმომადგენლობას საქართველოში მომხმარებლები უჩივიან

 

სხვა ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი მეწარმე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულმა ბრალდებულებმა 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს 1 225 610 ლარის ზიანი მიადგა.

დაწვრილებით  

თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებისას ქაბულში ხუთი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა სამინისტროს შენობების ახლოს მოაწყო. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.06.17
01:00-06:00
Clear skyfrom west-southwest15°C1.8m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north15°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east22°C3.8m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast23°C2.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast26°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast24°C1.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30