19:57:20

Share |

ელენე ხოშტარია – იყო შანტაჟი, თუ არ მოხვალ, მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებო

პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია შანტაჟს უწოდებს პრემიერ – მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თუ დაინიშნა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

„თავისთავად შეიძლება, რომ მოუწოდო ამომრჩეველს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში მითუმეტეს იმ ფონზე, რომ არის საფრთხე, „ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი არ მივიდეს. ეს არის არა სიზარმაცის ბრალი, არამედ პოლიტიკური რეალობა. ხალხი გარკვეულწილად იმედგაცრუებულია ახალი მთავრობის ნაწილის მუშაობით. ამასთან, მარგველაშვილი ძალიან სუსტი კანდიდატი იყო და აქედან გამომდინარე ხალხის ძალიან ბუნებრივი და ლოგიკური რეაქციაა. პრაქტიკულად იყო შანტაჟი – თუ არ მოხვალ, მე მერე საერეთოდ არ მივიღებ მონაწილეობას,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს პოლიტოლოგმა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის მოწოდებას საკვირაო ქადაგების დროს, „მოსახლეობა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს მას, ვისაც შეუძლია, დაეხმაროს საქართველოს“, ელენე ხოშტარიას თქმით, პატრიარქის მოწოდება არჩევნებზე მისვლასთან დაკავშირებით შესაძლოა აღქმული იყოს ზეწოლად.

„ეკლესია არ უნდა იყოს დაკავებული პოლიტიკური განცხადებებით, არც ამ ფორმით და სხვა ფორმით. საპატრიარქოს საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება. არჩევნებზე მოსვლის მოწოდება არ ეხება საერთოდ საპატრიარქოს და ეს შეიძლება დღეს აღქმული იყოს გარკვეულ ზეწოლად, როცა ფაქტია, ეკლესიის პოლიტიკური დამოკიდებულება. თან წინა არჩევნებში ეკლესიამ საკმაოდ აქტიურად მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

 

ფირნიშები

სხვა ამბები

პოლიციამ სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით სოფელ გრემის რწმუნებული დააკავა

სამართალდამცავებმა სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ყვარლის რაიონის სოფელ გრემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი ღუტიშვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ღუტიშვილმა რთვლის პერიოდში 108 ტონა ყურძნის მიღება-ჩაბარების შესახებ ყალბი ცნობა გასცა, რის გამოც კახეთის რეგიონის რამდენიმე ღვინის ქარხანამ 81 000 ლარის ზარალი მიიღო.

დაწვრილებით  

ქალთა ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სექსუალური უფლებების დაცვა“. საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 6000 ევროს. პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს.

დაწვრილებით  

ვიდეო

რა კითხვებზე ვერ პასუხობენ თანამდებობის პირები და საკონკურსო კომისიის წევრები

ვიდეო

გამოკითხვა – ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნოს, ვის მისცემთ ხმას?

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 31.03.15 13:00-19:00
Cloudyfrom southeast6°C1.3m/s
0mm
ოთხშაბათი 01.04.15 13:00-19:00
Partly cloudyfrom south-southeast7°C0.7m/s
0mm
ხუთშაბათი 02.04.15 10:00-16:00
Cloudyfrom south8°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31