21:42:45

Share |

ახმეტის გამგებლად ბექა ბაიდაური ინიშნება

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლად  ბექა ბაიდაური ინიშნება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ ნათელა ექვთიმიშვილმა განუცხადა, ბაიდაურს თანამდებობაზე ოფიციალურად საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.

„გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მესამე ტური გუშინ დასრულდა, სადაც 2 კანდიდატი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური და დავით მაისურაძე მონაწილეობდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, გამგებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად საკრებულოს ბაიდაურის კანდიდატურა გადაეცა. მას ალბათ ოფიციალურად უახლოეს საკრებულოს სხდომაზე დანიშნავენ“,- განაცხადა ნათელა ექვთიმიშვილმა.

გამგებლის სახელფასო ანაზღაურება 2 650 ლარია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  განცხადებების მიღების ვადა 22 ივნისს ამოიწურა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო საატესტაციო კომისიაში 22 განცხადება დარეგისტრირდა.

ახმეტაში მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მეორე ეტაპი  5 ივლისს ჩატარდა. სხდომის დასრულების შემდეგ, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ კომისიამ მეორე ტურში 2 კანდიდატი ბექა ბაიდაური და დავით მაისურაძე გადაიყვანა.

შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 25 წლის ბექა ბაიდაური 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის კახეთის სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებლად მუშაობდა. ბექა ბაიდაური „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მეგობარია. 

სხვა ამბები

თბილისში სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ – ლევან ისახანიანი

2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაზე მოხდა დაგეგმილი თავდასხმა, მოტივირებული ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ნიშნით. ამ ინფორმაციას სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი ლევან ისახანიანი ავრცელებს.

დაწვრილებით  

ახაშენში ერთ ღამეში ქურდობის მცდელობის სამი ფაქტი დაფიქსირდა

24 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, ქურდობის მცდელობის სამი ფაქტი დაფიქსირდა. მძარცველებმა მაღაზიის და ორი მარტოხელა ქალბატონის სახლის გაქურდვა სცადეს. შსს–ს ინფორმაციით, ქურდებმა მხოლოდ ერთი მარგალიტის მძივის წაღება შეძლეს.

დაწვრილებით  

ვიდეო

სისხლის პატიება პანკისის ხეობაში

ვიდეო

ჟან ჟაკი - ფრანგი ფერმერი ახმეტაში

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 23.07.14
04:00-07:00
Partly cloudyfrom northwest17°C1.4m/s
0mm
07:00-13:00
Clear skyfrom northwest19°C1.2m/s
0mm
13:00-19:00
Clear skyfrom east-southeast26°C1.5m/s
0mm
19:00-01:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 24.07.14 13:00-19:00
Clear skyfrom east27°C1.3m/s
0mm
პარასკევი 25.07.14 10:00-16:00
Clear skyNNW26°C1.1m/s
0mm
შაბათი 26.07.14 10:00-16:00
Clear skyfrom north-northeast27°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივლისი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31