14:46:11

Share |

ზურაბ ლალიაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

თელავის რაიონულ სასამართლოში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის ზურაბ ლალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო.

მოსამართლე მამუკა წიკლაურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში ზურაბ ლალიაშვილის ადვოკატის ორდერი არ დევს, ბრალდებული კი ოფიციალური ინფორმაციით მიმალვაში იმყოფება. მოსამართლემ ბრალდებულისთვის ადვოკატის სახაზინო წესით დანიშვნა მოითხოვა და სასამართლო სხდომა 2 მაისს 14:00 საათისთვის გადადო.

კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის თანახმად, თანამდებობაზე ყოფნის დროს, ზურაბ ლალიაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფლებში რამდენიმე პირს გაზსადენის გასხვისება აიძულა. გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

 

ფირნიშები

სხვა ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა 13 ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა იოანე ზედაზნელთან ერთად ეკლესია აბიბოს ნეკრესელს, ანტონ მარტყოფელს, დავით გარეჯელს, ზენონ იყალთოელს, თადეოზ სტეფანწმინდელს, ისე წილკნელს, იოსებ ალავერდელს, ისიდორე სამთავნელს, მიქაელ ულუმბოელს, პიროს ბრეთელს, სტეფანე ხირსელსა და შიო მღვიმელს (VI-VII) იხსენებს.

დაწვრილებით  

მთავრობა გურჯაანის ტყეში სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გეგმავს

საქართველოს მთავრობა კახეთში, გურჯაანის ტყეში სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გეგმავს. სამონადირეო მეურნეობა ლელის სატყეოში მოეწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ტყის ფონდიდან 666, 852 ჰექტარი გამოიყო.

დაწვრილებით  

ვიდეო

სისხლის პატიება პანკისის ხეობაში

ვიდეო

გამოკითხვა -- მოიყვანთ თუ არა ცოლად ქალს, რომელსაც ტატუ აქვს ან სიგარეტს ეწევა

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 29.07.14
22:00-01:00
FairNNW19°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 30.07.14 13:00-19:00
Fairfrom east-southeast24°C2.1m/s
0mm
ხუთშაბათი 31.07.14 13:00-19:00
Fairfrom east25°C2.1m/s
0mm
პარასკევი 01.08.14 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
30