19:49:50

ფირნიშები
Share |

თელავის საავადმყოფო „ალდაგი ბისიაის“–თან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

თელავის სამედიცინო ცენტრი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“–თან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე საჩიშვილმა განუცხადა, ისინი სადაზღვევო კომპანიისგან 150 ათასი ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვენ.

საავადმყოფოს თანამშრომლებს ნოემბრის და დეკემბრის თვის ხელფასები არ მიუღიათ.

საჩიშვილის თქმით, თუ „ალდაგი ბისიაი“ მათ სახელფასო დავალიანებას იანვრამდე სრულად არ დაფარავს, კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტენ.

„წინა კვირას საავადმყოფოს თანამშრომლები ხელფასების მოთხოვნის მიზნით გავიფიცეთ. „ალდაგი ბისიაი“ ძალიან ცუდი კომპანიაა, თანხებს არ გვირიცხავს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოში ვუჩივლოთ. საავადმყოფოში 130 თანამშრომელი მყავს და ყველა თანახმაა. გუშინ ოქტომბრის თვის ხელფასის ნაწილი ჩაგვირიცხეს, ალბათ ესეც იმის გამო, ჩვენი გაფიცვის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით რომ გავრცელდა. თუ ახალ წლამდე ხელფასებს არ ჩაგვირიცხავენ, გადაწყვეტილი მაქვს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გავწყვიტოთ. ოფიციალური წერილი უკვე გამზადებული მაქვს, რასაც ყველა თანამშრომელი ეთანხმება. „ალდაგის“ საფინანსო განყოფილებაში თითქმის ყოველდღე ვრეკავ, მაგრამ აღარ მპასუხობენ, არაფერი არ ვიცით რას გვიპირებენ. გაფიცვებს აღარ მოვაწყობთ, საავადმყოფოში სიარულს ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ და ავადმყოფებს მოვემსახურებით“, – აღნიშნა ალექსანდრე საჩიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად „ალდაგი ბისიაის“ ვერ დაუკავშირდა. კომპანიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

„ალდაგი ბისიას“ თელავში რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავს დაზღვეული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

სხვა ამბები

სოფელი შილდა და პორტუგალიური სოფელი კუბა დამეგობრდნენ

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კახეთში პორტუგალიის დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდასა და პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბას შორის. მემორანდუმი ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობას ეხება.

დაწვრილებით  

საჯარო რეესტრში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის ახალი აპლიკაცია შეიქმნა

აპლიკაცია Geo-Jobs მისამართის შესახებ არსებული გეომონაცემების ელექტრონული რუკის სახით, დისტანციურად გამოყენების შესაძლებელობას იძლევა. მისი საშუალებით, მომხმარებლებს გეოგრაფიული ინფორმაციის გამოყენება და კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის ნახაზის შექმნის შეუძლიათ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast4°C1.6m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom south-southeast2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30
31