05:05:54

ფირნიშები
Share |

არჩილ კბილაშვილი – ერთ–ერთი პირველი დავალება ლაფანყურის სპეცოპერაციის შესწავლა იქნება

„ერთ – ერთი პირველი, რა დავალებაც იქნება ჩემგან მიცემული პროკურორებისთვის, ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებული საქმის შესწავლაა. ვვარაუდობ, რომ პარასკევისთვის უკვე უნდა მქონდეს დეტალური მონაცემები თუ სად, რა სტადიაზეა გამოძიება და კიდევ თუ არის რაიმე გასაკეთებელი“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

„გარწმუნებთ ერთ რამეს, რომ იმის მიხედვით, რაც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დაგხვდება, რასაც ვნახავთ და რასაც მოვიძიებთ, თუ საჭიროა, მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტლებას. არანაირად არ შეგვეშინდება, რომ თუ შესაწყვეტია საქმე, შევწყვიტოთ, თუ შესაცვლელია ბრალდება, შევცვალოთ, თუ გასაძლიერებელია, გავაძლიეროთ. არავის წინაშე ვალში არ ვართ, გარდა იმისა, რომ შევასრულოთ ის მოვალეობა, რაც კანონით გვაკისრია“, – აღნიშნა კბილაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველო – დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს–მ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. 29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ლიკვიდირებული იყო შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი.

სხვა ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა

1-ლი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. დაწვრილებით  

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის თანამშრომლები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციას ესწეებიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 24.08.17
09:00-12:00
Clear skyfrom northeast24°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east27°C3.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.8m/s
0mm
პარასკევი 25.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
შაბათი 26.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.5m/s
0mm
კვირა 27.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C2.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30