03:47:16

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა

ქალაქ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა. აქამდე ქალაქის ტერიტორიაზე ყვითელი ავტობუსით გადაადგილება 30 თეთრი ღირდა.

ვრცლად

 

თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთებს ითხოვენ

თელავში, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობაში კომპაქტურად მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთებს ითხოვენ. შესაბამისი განცხადებით დევნილებმა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვასილ დავითაშვილს მიმართეს.

ვრცლად

 

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ლაგოდეხი - თბილისის ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალას მოსახლეობა პროტესტის ნიშნად ლაგოდეხი - თბილისის ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებს.

ვრცლად

 

სოფელ ახაშენში სასმელ წყალს გველები და ბაყაყები მოსდევს

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში სასმელ წყალს გველები და ბაყაყები მოსდევს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მაცხოვრებლებმა აცნობეს.

ვრცლად

 

დავალიანების გადახდის შემთხვევაში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 6 საათში უნდა აღუდგეთ

დავალიანების გადახდის შემთხვევაში კახეთის ენერგოკომპანიამ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 6 სამუშაო საათში უნდა აღუდგინოს.

ვრცლად

 

გურჯაანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურჯაანში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პროექტი ქალაქის ოთხმოცდაათივე ქუჩის წყლით მომარაგებას ითვალისწინებს.

ვრცლად

 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო რეგიონებიდან დედაქალაქში მოქალაქეთა მიგრაციის ზრდას არ ადასტურებს

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საქართველოს რეგიონებიდან დედაქალაქში მოქალაქეთა მიგრაციის ზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ვრცლად

 

2010 წელს კონტროლის პალატა სკოლებსაც შეამოწმებს

საქართველოს კონტროლის პალატა 2010 წელს საჯარო სკოლებსაც შეამოწმებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

ვრცლად

 

ყოფილი ლექტორი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს კორუფციაში ამხელს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი ელდინო ჯანგულაშვილი უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს დავით მახაშვილს კორუფციაში ამხელს.

ვრცლად

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების უფროსს საჯარო ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებენ

კონსერვატიული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების უფროსს თამარ ნოღაშვილს საჯარო ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს.

ვრცლად

 

შალაურში ხიდის რეაბილიტაცია 144 000 ლარით დაფინანსდა

თელავის რაიონის სოფელ შალაურში ხიდის რეაბილიტაცია 144 000 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ლიხტენშტეინის ერთ-ერთმა ფონდმა გამოყო.

ვრცლად

 

ახალი საბიუჯეტო კოდექსით რეგიონები გარკვეულწილად განყენებულ ერთეულებად განიხილება

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ექსპერტის რევაზ საყევარიშვილის განცხადებით, ახალი საბიუჯეტო კოდექსით, რეგიონები გარკვეულწილად განყენებულ ერთეულებად განიხილება.

ვრცლად

 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული კულტურის დღეები მოეწყობა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული კულტურის დღეები მოეწყობა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა ეჰსან ხაზაიმ განუცხადა.

ვრცლად

 

პანკისის ხეობაში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოფისი დაიხურა

პანკისის ხეობაში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოფისი დაიხურა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეჩერდა ყველა ის პროგრამა, რომელსაც ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისთვის ახორციელებდა.

ვრცლად

 

საინგილოში მცხოვრებმა ქართველებმა საჩუქრად ჩატანილი ხატები არ მიიღეს

საინგილოში, ზაქათალას რაიონის სოფლებში მოსულსა და ალიაბადში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოდან ჩასული სტუმრებისგან საჩუქრად ჩატანილი ხატების მიღებაზე უარი თქვეს.

ვრცლად

 

მედიის განვითარების ფონდი: სამაუწყებლო მედიასთან შედარებით, ბეჭდურ მედიაში უფრო ხშირად გვხვდება ქსენოფობიური თუ დისკრიმინაციული გამონათქვამები

მედიის განვითარების ფონდმა მედიის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 2009 წლის 29 დეკემბრიდან 2010 წლის 15 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

ვრცლად

 

კახეთის რეგიონის არქივები ელექტრონული მომსახურების სისტემაში ჩაერთო

გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლისა და ახმეტის რაიონების არქივები იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო.

ვრცლად

 

თელავში კომპაქტურად მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები პრობლემების მოგვარებას ითხოვენ

თელავში, ყოფილი პროფესიული სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

ვრცლად

 

ნოღაიდელის პარტია ინდივიდუალური გამრიცხველიანების დაჩქარებას ითხოვს

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია რაიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაჩქარებას ითხოვს.

ვრცლად

 

იაპონიის მთავრობის დაფინანსებით საგარეჯოში განაღმვითი სამუშაოები მარტიდან დაიწყება

საგარეჯოს რაიონში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს იაპონიის მთავრობა დააფინანსებს. სამუშაოები მარტიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ვრცლად

 

გვერდი 672 / 673

ფირნიშები

სხვა ამბები

ლომბარდებიდან უსაბუთოდ ჩაბარებული მობილური ტელეფონები და ტელევიზორები ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ლომბარდებში სხვადასხვა სახის ტექნიკას და მობილურ ტელეფონებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ. სამართალდამცავებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს.

დაწვრილებით  

სოფელი შილდა და პორტუგალიური სოფელი კუბა დამეგობრდნენ

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კახეთში პორტუგალიის დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდასა და პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბას შორის. მემორანდუმი ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობას ეხება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.04.17
08:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north14°C2.9m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 10:00-16:00
Heavy rainfrom northeast18°C2.1m/s
5.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30