02:20:51

ფირნიშები

მაშველები ველისციხეში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან

სტიქიის თავიდან ასაცილებლად საგანგებო შტაბი ველისციხეში მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჭერმის წყალსაცავის წყალგამშვების გაწმენდა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და სოფელ ველისციხეს საფრთხე ისევ ემუქრება, მთელი ღამის განმავლობაში სოფელში დარჩებიან სამაშველო სამსახურების თანამშრომლებიც.

ვრცლად

 

საფრთხის გამო ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ შედგა

ველისციხეში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო სოფლის საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი არ შედგა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა ნინო ნესუაშვილმა განუცხადა, სკოლა იმ ტერიტორიაზეა, საიდანაც გუშინ ღამით მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

ვრცლად

 

კახეთში უამინდობა პირველ მაისამდე გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროგნოზირებისა და მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კახეთის მუნიციპალიტეტებში უამინდობა პირველ მაისამდე გაგრძელდება. იწვიმებს და იქროლებს დასავლეთის სუსტი ქარი 10-15 მ/წ.

ვრცლად

 

სიღნაღში „სილქნეტის“ სატელეფონო კავშირი გაითიშა

უამინდობის შედეგად სიღნაღში „სილქნეტის“ სატელეფონო კავშირი გაითიშა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, წვიმამ კავშირგაბმულობის ქსელი დააზიანა, რომელიც მიწის ქვეშ არის მოთავსებული.

ვრცლად

 

სპეციალისტები ჭერმის წყალსაცავიდან წყლის გამოშვებას ცდილობენ

სპეციალისტები ჭერმის წყალსაცავიდან, რომელიც სოფელ ველისციხის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, წყლის გამოშვებას ცდილობენ. ამ დრომდე უცნობია, მისცემენ თუ არა ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების ნებას.

ვრცლად

 

ველისციხეში საგანგებო შტაბი მუშაობს

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ხელმძღვანელობს. გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, მდგომარეობის გართულება მოსალოდნელი არ არის, თუმცა ყველა სამსახური მობილიზებულია და დამატებითი ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობა სოფლიდან დროულად იქნება გაყვანილი.

ვრცლად

 

ველისციხეში ახლობლები და ოჯახის წევრები ერთმანეთს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახლობლები და ოჯახის წევრები ერთმანეთს ეძებენ. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, წუხელ, ღამით, პანიკის შედეგად საცხოვრებელი სახლები ისე დატოვეს, რომ მობილური ტელეფონების აღებაც კი ვერ მოასწრეს.

ვრცლად

 

ჭერმის წყალსაცავის ადიდება ზედმეტი წყლის გამშვები არხის ჩანგრევამ გამოიწვია

ჭერმის წყალსაცავის ადიდება, მეწყერის შედეგად, ზედმეტი წყლის გამშვები არხის ჩანგრევამ გამოიწვია. წყალსაცავის ძირზე დაყენებული წყლის გამშვები მთლიანად ამორტიზებულია. წყალსაცავიდან წყალი ვეღარ გადის, რის გამოც, შესაძლოა, ჯებირები გაანგრიოს და გადავარდეს.

ვრცლად

 

სოფელ ველისციხიდან 600-მდე ოჯახია ევაკუირებული

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხიდან 600-მდე ოჯახია ევაკუირებული. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.

ვრცლად

 

პანიკის შედეგად ველისციხის მკვიდრი გულის ინფარქტით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოსახლეობის ევაკუაციისას გამოწვეული პანიკის შედეგად, სოფლის მკვიდრი, შუახნის მამაკაცი გულის ინფარქტით თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პანიკის შედეგად ერთი ადამიანი ზინა აბელაშვილი გარდაიცვალა, კიდევ ერთი მოქალაქემ ინსულტი მიიღო და ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ვრცლად

 

შს მინისტრის დავალებით ველისციხეში სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა

საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დავალებით, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, საიდანაც მაშველებმა 200-მდე ოჯახის ევაკუირება მოახდინეს, სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა. მინისტრმა ველისციხე ისე დატოვა, რომ სოფელში არსებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

ვრცლად

 

ველისციხეში პანიკას მსხვერპლი მოჰყვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში პანიკას მსხვერპლი მოჰყვა. შიშისგან ქალბატონს გული გაუსკდა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს.

ვრცლად

 

ველისციხეში შინაგან საქმეთა და რეგიონული განვითარების მინისტრები ჩავიდნენ

ველისციხეში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი ჩავიდნენ. რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მთელი შემადგენლობა, ასევე საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველო.

ვრცლად

 

თელავი - თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა

თელავი - თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა. ველისციხის მოსახლეობა სოფელს მასობრივად ტოვებს. რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების ევაკუაციას შს სამინისტროს სამაშველო სამსახურის და კახეთის პოლიციის სამმართველოების თანამშრომლები ახდენენ. ველისციხეში იმყოფება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძეც.

ვრცლად

 

სოფელ ველისციხეში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობაა. შს სამინისტროს სამაშველო სამსახურები მოსახლეობის ევაკუაციას ახდენენ.

ვრცლად

 

მომხმარებელთა ფედერაციამ ჯანმრთელობისთვის საშიში ნამცხვრების სია გამოაქვეყნა

მომხმარებელთა ფედერაციამ სამომხმარებლო ბაზრის კვლევის შედეგად მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა. რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, ორგანიზაციამ 15 დასახელების ნამცხვარი შეამოწმა და გაარკვია, რომ სტანდარტებს მხოლოდ 3 აკმაყოფილებს.

ვრცლად

 

ხეთაგური: 2010 წლის ბოლოსთვის ელექტროენერგიის მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 68% ინდივიდუალური მრიცხველით ისარგებლებს

2010 წლის ბოლოსთვის ელექტროენერგიის მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 68% ინდივიდუალური მრიცხველით ისარგებლებს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ვრცლად

 

საგარეჯოში ხანდაზმულთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით, საგარეჯოში ხანდაზმულთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ცენტრს შენობა მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოუყო, სარეაბილიტაციო სამუშაოებიც 8 400 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ვრცლად

 

კონსერვატორები თელავში ანტისანიტარიას აპროტესტებენ

კონსერვატიული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაცია ქალაქში ანტისანიტარიას აპროტესტებს. პარტიის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს და ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ვრცლად

 

სოფელ ფიროსმანში სახალხო ნათლობა შედგება

22 აპრილს, 11:00 საათზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის აჭარის დეპუტაციის წარმომადგენლები შეხვდებიან.

ვრცლად

 

გვერდი 659 / 674

სხვა ამბები

თბილისიდან კუნძულ კრეტაზე პირდაპირი ფრენები შესრულდება

15 მაისიდან ავიაკომპანია „ელინეარი“ თბილისი-სალონიკის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს. „გაერთიანებული აეროპოტები საქართველოს“ ინფორმაციით, ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. დაწვრილებით  

სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა

სამხედრო პოლიციამ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი დააკავა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31