03:47:02

სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის გოგონა ემსხვერპლა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში სკოლაში მიმავალ 10 წლის გოგონას „ოპელის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გოგონა მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით, საავადმყოფოში შეყვანის მომენტისთვის გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

ვრცლად

 

ახმეტაში აქცია გაიმართება პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით

დღეს, 28 აპრილს, 13:00 საათზე, ახმეტაში ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მშენებარე ეკლესიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით.

ვრცლად

 

ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა

27 აპრილს, ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა.

ვრცლად

 

საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ გზებსა და ავტომაგისტრალებზე ვიდეორადარები დამონტაჟდება

უახლოეს თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით გზებზე ვიდეორადარების სისტემის დამონტაჟების პროექტი დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

ვრცლად

 

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის კვლავ 64-ე ადგილზეა

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, რომელსაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს, საქართველო 180 ქვეყანას შორის 27.76 ქულით წინა წლის მსგავსად 64-ე ადგილზეა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესება მოხდა.

ვრცლად

 

გზის პირას მოწყობილი ბომბის აფეთქების შედეგად პაკისტანში 15-მდე ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში გზის პირას ჩადებულ ბომბზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პარაჩინარის სათემო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ინციდენტი შიიტების უმცირესობით დასახლებულ კურამის რაიონში მოხდა, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება.

ვრცლად

 

ისტორიკოსი, თუშეთის მკვლევარი პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა.

ვრცლად

 

უკრაინაში ეუთოს ამერიკელი დამკვირვებელი მოკლეს

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) აცხადებს, რომ 23 აპრილს აღმოსავლეთ უკრაინაში ამერიკელი ექიმი ჯოზეფ სტოუნი დაიღუპა, რომელიც კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამხედრო დამკვირვებლებად მუშაობდა.

ვრცლად

 

„საიდუმლო სანტას“ კამპანიის დროს საახალწლო საჩუქრები დაიკარგა

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, საახალწლო კამპანიის „საიდუმლო სანტას“ მიმდინარეობის დროს საჩუქარები დაიკარგა, რის გამოც გამოძიება მიმდინარეობს.

ვრცლად

 

დაღესტნის სკოლაში ყუმბარის აფეთქების შედეგად მოსწავლე დაიღუპა

დაღესტანში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მოსწავლე დაიღუპა, 13 კი დაშავდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კომპიუტერების საკლასო ოთახში ყუმბარა აფეთქდა.

ვრცლად

 

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

 

განათლების სამინისტრომ მაჯის საათებში 25 000 ლარი გადაიხადა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 90 ერთეული მაჯის ბრენდირებული საათი დაამზადებინა, რომლის ციბერბლატზეც სამინისტროს ლოგოა გამოსახული. საათები შვეიცარიული წარმოებისაა და მათ შესყიდვაზე ბიუჯეტიდან 25 000 ლარი დაიხარჯა.

ვრცლად

 

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი კახეთის მოსახლეობას პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს სთავაზობს. კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნებათ კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაიტარონ.

ვრცლად

 

ბათუმში აქციის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა 11-12 მარტს, ბათუმში აქციის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ბრალდებით ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე დააკავეს.

ვრცლად

 

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქეები ეთერ გ. და მურმან რ. დააკავეს.

ვრცლად

 

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 7 თვის ორსული ქალბატონია.

ვრცლად

 

168 აბი „სუბოქსინის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული ა.კ., ლანჩხუთში აიყვანეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 168 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო.

ვრცლად

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.

ვრცლად

 

რუსეთში საცხოვრებელი სახლი 3D პრინტერით 24 საათში ააშენეს [Video - Photos]

სან-ფრანცისკოში მდებარე ამერიკულმა ფირმამ Apis Cor, რომელიც სამგანზომილებიანი პრინტერით ბეჭდვით კონსტრუქციების მშენებელი პირველი კომპანიაა, 38 მფართობის საცხოვრებელი სახლი რუსეთში სულ რაღაც 24 საათში ააშენა.

ვრცლად

 

პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს [Photos]

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის კედლები დაანგრიეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 673

ფირნიშები

სხვა ამბები

ვეჯინში ამბულატორიის ასაშენებლად 100 000 ლარი გამოიყო

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ამბულატორიის ახალი შენობა აშენდება. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო. შენობა, სადაც ამჟამად პაციენტებს ემსახურებიან, ავარიულ მდგომარეობაშია.

დაწვრილებით  

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამგორის გამგეობის სპეციალისტი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.04.17
08:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north14°C2.9m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 10:00-16:00
Heavy rainfrom northeast18°C2.1m/s
5.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31