23:14:05

ფირნიშები
Share |

აშშ-ის ბრალდებას, რომ რუსეთი ავღანელ თალიბებს იარაღს აწვდის, ლავროვი უსაფუძვლოს უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უსაფუძვლო უწოდა ამერიკული მხარის ბრალდებას, რომ კრემლი ავღანელ თალიბებს იარაღით ეხმარება. წინა დღეს მაღალი რანგის ამერიკელმა სამხედრო პირმა ქაბულში შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ავტომატებსა და საშუალო ზომის სხვა იარაღს თალიბებს აწვდის.

ლავროვმა აღნიშნულ ბრალდებას „არაპროფესიონალური და უსაფუძვლო“ გამონათქვამი უწოდა. მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ არავის მოუყვანია ერთი ფაქტიც კი ბრალდების გასამყარებლად. ასევე ლავროვის თქმით, რუსეთის პოზიცია თალიბანთან მიმართებით არის ის, რომ ჯგუფმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.



სხვა ამბები

ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი: 35 წლის, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.მ., 41 წლის, წარსულში ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ხულიგნობისთვის ნასამართლევი გ.ზ. და 36 წლის, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული დ.კ. დააკავეს.

დაწვრილებით  

„შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“ - აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კუბოები მიიტანეს

საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებმა თბილისში, პარლამენტის წინ კუბოები მიიტანეს. აქციის ჩატარება სამოქალქო სექტორმა რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხევის შემდეგ დაგეგმა, რომელსაც 11 წლის გოგონა ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა ბავშვის დედა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 18.08.17
03:00-06:00
RainNNW17°C3.0m/s
1.6mm
06:00-12:00
Partly cloudy16°C2.6m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east25°C1.9m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom north-northeast25°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 27 28 29 30