10:40:21

ფირნიშები
Share |

აშშ-ის ბრალდებას, რომ რუსეთი ავღანელ თალიბებს იარაღს აწვდის, ლავროვი უსაფუძვლოს უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უსაფუძვლო უწოდა ამერიკული მხარის ბრალდებას, რომ კრემლი ავღანელ თალიბებს იარაღით ეხმარება. წინა დღეს მაღალი რანგის ამერიკელმა სამხედრო პირმა ქაბულში შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ავტომატებსა და საშუალო ზომის სხვა იარაღს თალიბებს აწვდის.

ლავროვმა აღნიშნულ ბრალდებას „არაპროფესიონალური და უსაფუძვლო“ გამონათქვამი უწოდა. მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ არავის მოუყვანია ერთი ფაქტიც კი ბრალდების გასამყარებლად. ასევე ლავროვის თქმით, რუსეთის პოზიცია თალიბანთან მიმართებით არის ის, რომ ჯგუფმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.



სხვა ამბები

ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი ბავშვებმა მიულოცეს

8 მარტს „გობელენის მუზეუმში“ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების ნახატების გამოფენა გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ნახატების კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა 12 წლამდე ასაკის 56-მა ბავშვმა მიიღო.

დაწვრილებით  

ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ექსტრემისტული დაჯგუფება იუწყება, რომ ლონდონში განხორციელებული ტერაქტის მონაწილე მამაკაცი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი იყო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
15:00-18:00
Partly cloudyfrom east27°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 27 28 29 30